რას ეწოდება არტეზიული ჭაბურღილი?

არტეზიული ჭაბურღილი ეს არის ჭაბურღილი რომელიც გაბურღულია არტეზიული წყლების ექსპლოატაციისათვის. არტეზიული წყალგამტარი ჰორიზონტები მდებარეობს წყალგაუმტარ ფენებს შორის და საიმედოდ არიან დაცული ზედაპიდან დაბინძურებისაგან. გრუნტის წყლებისაგან განსხვავებით მათ ხშირად გააჩნიათ მოშორებული კვების ზონები - ხშირად ათეული და ასეული კილომეტრით. ჭაბურღილში არტეზიული წყლის დონე ყოველთვის დგება წყალგამტარი ფენის მაღლა და ზოგჯერ საკუთარი წნევით, თვითონ გადმოედინება ჭაბურღილიდან. არტეზიული წყლები მიეკუთვნებიან უმნიშვნელოვანეს სასარგებლო წიაღისეულთა რიგს. ჩვეულებრივ მდებარეობენ 80 დან 1000 მეტრამდე სიღრმეში.

რას ეწოდება არტეზიული წყალი?

წნევიანი მიწისქვეშა წყლები რომელთა წყალგამტარი ფენებიც მდებარეობენ ქანების წყალგაუმტარ ფენებს შორის და დაცულლნი არიან ზედაპირული დაბინძურებისაგან. არტეზიული წყლები მიეკუთვნებიან უმნიშვნელოვანეს სასარგებლო წიაღისეულთა რიგს. ჩვეულებრივ მდებარეობენ 80 დან 1000 მეტრამდე სიღრმეში.

რა ღირს ჭაბურღილის გაბურღვა?

ჭაბურღილის ფასი დამოკიდებულია შემდეგ ფაქტორებზე: ჭაბურღილის სიღრმე, ჭაბურღილის დიამეტრი, არსებული ქანები სადაც უნდა გაიბურღოს ჭაბურღილი, მოთხოვნილი წყლის რაოდენობა, ტუმბოს სახეობა. ჩვენი ჰიდროგეოლოგი დაგეხმარებათ შეარჩიოთ თქვენთვის ოპტიმალური მონაცემების ჭაბურღილი რის შემდეგაც მოხდება ფასის დაანგარიშება.

რა სიღრმე დასჭირდება ჭაბურღილს?

ის თუ რა სიღრმე დასჭირდება ჭაბურღილს დამოკიდებულია ადგილმდებარეობის ჰიდროგეოლოგიურ პირობებზე, მოთხოვნილი წყლის რაოდენობაზე და შემადგენლობაზე.

რა დიამეტრის უნდა გაიბურღოს ჭაბურღილი?

ის თუ რა დიამეტრი დასჭირდება ჭაბურღილს დამოკიდებულია ადგილმდებარეობის ჰიდროგეოლოგიურ პირობებზე და მოთხოვნილი წყლის რაოდენობაზე.

რა დრო სჭირდება ჭაბურღილის ბურღვას ?

ჭაბურღილის გასაბურღად საჭირო დრო დამოკიდებულია ჭაბურღილის სირღმეზე, დიამეტრზე და არსებულ ქანებზე. იგი შეიძლება გაგრძელდეს 7 დღიდან 4 თვემდე.

როგორ გავიგო ჩემს მფლობელობაში არსებულ ნაკვეთში იქნება თუ არა წყალი?

ჩვენი ჰიდროგეოლოგი მოინახულებს ადგილს, შეისწავლის ჰიდროგეოლოგიურ პირობებს, გააანალიზებს უკვე არსებულ მონაცემებს რის შემდეგაც შესაძლებელი იქნება წყლის არსებობის ალბათობაზე დასკვნების გაკეთება.

ჩემს მფლობელობაში არსებულ ნაკვეთში არის ძველი უფუნქციო ჭაბურღილი. შესაძლებელია თუ არა აღნიშნულის რეაბილიტაცია ?

აღნიშნულთან დაკავშირებით პასუხის გაცემა შესაძლებელი იქნება ,ჩვენი სპეციალისტების მიერ, ჭაბურღილის მონახულებისა და მდგომარეობის შესწავლის შემდეგ.